2014 წლის 7 მარტიდან ჩვენს ქსელში ამოქმედდა  დაგროვების უნიკალური ბარათი,რომელსაც “გამა ქარდი” ეწოდა.

მომხმარებლის მიერ “გამა ქარდით” სარგებლობის შემთხვევაში “გამას” ბრენდის ქვეშ მყოფ გაზგასამართ სადგურებზე  ავტომობილში ბუნებრივი გაზის ჩასხმისას “გამა ქარდზე” მომენტალურად დაერიცხება მის მიერ  გადახდილი თანხის  1,5% უშუალოდ ფულად ერთეულში.

მაგალითად:

თუ მომხმარებელი ავტომობილში 20 ლარის ბუნებრივ გაზს ტუმბავს, მას “გამა ქარდზე”  30 თეთრი  დაერიცხება.

ხოლო თუ მომხმარებელი ყოველდღიურად  20 ლარის გაზით მართავს თავის ავტომობილს და ამასთან ყოველი ჩასხმისას იყენებს “გამა ქარდს,” მას თვის განმავლობაში “გამა ქარდზე”  დაუგროვდება 9 ლარი. (0,30 ლარი  X  30 დღეზე)

“გამა ქარდზე”  დაგროვილი თანხის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია გამას სადგურებზე  საკუთარი ავტომობილი ნებისმიერ დროს უფასოდ დატუმბოს.

“გამა ქარდის”  მეშვეობით განხორციელებული ყველა ოპერაცია მომხმარებელს მოსდის SMS-ის საშუალებით,სადაც ასევე ფიქსირდება “გამა ქარდზე” იმ მომენტისათვის არსებული ბალანსი.

იჩქარეთ…

ისარგებლეთ “გამა ქარდით” და მიიღეთ მაქსიმალური ეკონომია.