“გამა” ჯგუფის პირველი სადგური 2001 წელს გაიხსნა ქ. თბილისში. დღესდღეობით “გამა”ჯგუფი  მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებას უწევს 13 მოქმედ გაზმასამართი სადგურისაგან შემდგარ სრულფასოვან ქსელს.მათგან 8 სადგური ქ.თბილისში მდებარეობს,2 სადგური აჭარაში,ერთიც იმერეთში,ქ.ქუთაისში,1 კახეთში,ს.ჩალაუბანში და ერთი ქართლში,ს.ოსიაურში.

“გამას” სადგურებზე დამონტაჟებული იტალიური და არგენტინული მოწყობილობების მეშვეობით დაჭირხნული ბუნებრივი გაზი, მთლიანად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.

 “გამას” ავტოგაზგასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობებითა და დასავლური ინოვაციური ტექნოლოგიებით.

ჯგუფი ორიენტირებულია საკუთარი ქსელის გაზრდასა და გაფართოებაზე. მომხმარებელთან სიახლოვე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ ინტერესს და ვზრუნავთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

ჩვენი  ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, გავაფართოვოთ ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილების პარკი საქართველოში და მივაწოდოთ მათ მაღალი ხარისხისა და ყოველგვარი მინარევებისგან გაწმენდილი ბუნებრივი აირი.

ჩვენი კომპანიის თანამშრომლები ორიენტირებულნი არიან მოემსახურნონ გაზზე მომუშავე ავტომობილების მფლობელებს რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად.

“გამა” ჯფუფი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში. კომპანიაში დღეს 250-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენ კადრების მოზიდვაზე სწორედ ამ თვალსაზრისით ვაკეთებთ აქცენტს.

2019 წლის აპრილის თვიდან “გამას” ბრენდის ქვეშ მომუშავე გაზგასამართ სადგურებზე განლაგდა თანამედროვე თხევადი გაზის მოდულები.ასე,რომ თხევადი გაზის მომხმარებლებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დატუმბონ თავიანთი რეზერვუარები სუფთა და ხარისხიანი თხევადი გაზის საწვავით.

ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მომხმარებლებზე მუდმივ ზრუნვას.