"გამა" ჯგუფში შემავალი პირველი გაზგასამართი სადგური გაიხსნა ქ თბილისში 2001 წლის იანვარში .დღესდღეობით "გამა" ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებას უწევს13 მოქმედ გაზმასამართი სადგურისაგან შემდგარ სრულფასოვან ქსელს.მათგან 8 გაზგასამართი სადგური ქ.თბილისში მდებარეობს,2 მათგანი აჭარაში,1 იმერეთში ქ.ქუთაისში,1 ქართლში ს.ოსიაურში, და 1-იც კახეთში,ს.ჩალაუბანში
"გამას" ბრენდის ქვეშ მყოფ გაზგასამართ სადგურებზე დამონტაჟებული იტალიური და არგენტინული მოწყობილობების მეშვეობით დაჭირხნული ბუნებრივი აირი, მთლიანად აკმაყოფილებს და შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
"გამას" ავტო გაზ გასამართი სადგურები გამოირჩევა თანამედროვე აღჭურვილობებითა და დასავლური ინოვაციური ტექნოლოგიებით.
"გამა" ჯგუფი მთლიანად ორიენტირებულია მისი ქსელის გაზრდასა და გაფართოებაზე. მომხმარებელთან სიახლოვე ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ ინტერესს და ვზრუნავთ მომხმარებლის კმაყოფილებაზე.
ჯგუფის ერთ-ერთი მიზანია, გააფართოოს ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილების პარკი საქართველოში და მიაწოდოს მათ მაღალი ხარისხისა და ყოველგვარი მინარევებისგან გასუფთავებული ბუნებრივი აირი.
"გამა" ჯგუფში შემავალი თანამშრომლები ორიენტირებულნი არიან მოემსახურნონ ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტომობილების მფლობელებს რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად.
ჯგუფი "გამა" წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში. მასში დღეს 250-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენთან კადრების მოზიდვაზე სწორედ ამ თვალსაზრისით ვაკეთებთ აქცენტს.
2019 წლის აპრილის თვიდან "გამას" ბრენდის ქვეშ მომუშავე გაზგასამართ სადგურებზე განლაგდა თხევადი გაზის მოდულები.ასე,რომ თხევადი გაზის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ დატუმბონ თავიანთი რეზერვუარები სუფთა და ხარისხიანი თხევადი გაზის საწვავით.
ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მომხმარებლებზე მუდმივ ზრუნვას...